საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა უკრაინის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ვალენტინ გვოზდი მიიღო. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სტუმარი ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობით, მიღწევებით, სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციცია, ითვლება წარმატებულ პროფესიულ გაერთიანებად და მისთვის მნიშვნელოვანია, იმ პრაქტიკის და გამოცდილების გაცნობა რასაც ქართველი კოლეგები ახორციელებენ. ზაზა ხატიაშვილმა სტუმარს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში განხორციელებული პროექტების და საქმიანობის შესახებ.